თამარ კეკენაძე - ვხედავთ, რომ ოცნებამ არ იცის როგორ მოახდინოს ქვეყნის დეოკუპაცია

უპასუხისმგებლოს უწოდებენ დევნილთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას საოკუპაციო ბანერის აღმართვის მორგი შემთხვევასთან დაკავშრებით "თავისუფალ დემოკრატებში". როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა "პირველ რადიოს" განუცხადა, ნათელია, რომ ქართულმა ოცნებამ არ იცის როგორ მოაგვაროს ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა:
"ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება და რეალურად ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ,,ოცნებამ” არ იცის როგორ მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობები და არ იცის როგორ მოახდინოს ქვეყნის დეოკუპაცია. მე მათ ადგილზე უკვე გადადგომის შესახებ მექნებოდა განცხადება დაწერილი.
რაც შეეხება სუბარის განცხადების მეორე ნაწილს, თუ როგორ ხედავენ კონფლიქტის მოგვარებას , რა თქმა უნდა საქართველო უნდა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი და განვითარდეს დემოკრატია, მაგრამ ამ მიმართულებითაც არაფერი კეთდება ქვეყანაში და პირიქით, ყოველდღიურად ვხედავთ უკან როგორ დგამენ ნაბიჯს დემოკრატიის ხარისხთან მიმართებაში და ამის ნათელი დადატურებაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ის რასაც გვთავაზობს ხელისუფლება", - განაცხადა კეკენაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.