ქვემო ქართლი

  • გია დემირჩიევი
  • გია დემირჩიევი
  • თანამდებობა:დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    გია დემირჩიევი - 2014 წელს არჩეულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა დმანისის ტელე-სადგურის ელ.მექანიკოს-ინჟინრად (1996-2003). ბატონი გია სწავლობდა კავშირგაბმულობის ტექნიკუმში ელექტრო მექანიკოსის სპეციალობით (1995-1998). ფლობს ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებს. 2012 წლიდან გია დემირჩიევი არის მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ავთანდილ მუსაევი
  • ავთანდილ მუსაევი
  • თანამდებობა:დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ავთანდილ მუსაევი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის მუშაობდა სოფ. კიზილ-ქილისის საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად (2005-2006), დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფ. კიზილ-ქილისის თემის რწმუნებულის თანამდებობაზე (2006-2008) და შპს ,,სოკარჯორჯიაპეტროლიუმის“ ავტოგასამართ სადგურში ცვლის უფროსად (2008). ბატონი ავთანდილი სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე (1989-2005). ფლობს ქართულ, რუსულ და თურქულ ენებს. 2013 წლიდან დღემდე ავთანდილ მუსაევი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ჯემალ ვანაძე
  • ჯემალ ვანაძე
  • თანამდებობა:წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ჯემალ ვანაძე - 2014 წელს არჩეულ იქნა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. იგი არის წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. ბატონი ჯემალი, ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წალკის თემს“. აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად იცავდა ეკომიგრანტთა უფლებებს (2002-2008). იგი ეწეოდა კერძო ბიზნესს (1991-2000). სხვადსახვა წლებში ის მუშაობდა ადიგენის რაიონის სოფ. მოხის საშუალო სკოლაში სამხედრო ხელმძღვანელად (1987-1991) და ადიგენის რაიონის სოფ. მოხის საბჭოთა მეურნეობაში მუშად (1978-1980). ჯემალ ვანაძემ დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი (1982-1987). კერძო ბიზნესის პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მაგისტრატურაზე - საბანკო საქმე, ფინანსები და კრედიტების სპეციალობით.2013 წლიდან დღემდე ჯემალ ვანაძე არის მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ნოდარ ვანაძე
  • ნოდარ ვანაძე
  • თანამდებობა:წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ნოდარ ვანაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ბატონი ნოდარი იყო ASHTROM INTERNATIONAL LTD(PARCKHISI-NINOWMINDA ROAD PROJECT) - ის ლაბორანტის ასისტენტი (2008-2009), AKKORD (NARDEVANI-TSALKA ROAD PROJECT) - ის ლაბორანტ-ინჟინრის თანაშემწე (2010-2011), LTD synergy Construction (BLACK SEA TRANSMISSION NETWORK PROJECT IN HIGH VOLTAGE SUBSTATION 400 MB – 500 MB AKALTSIKHE) - ის ლაბორანტ-ინჟინრის თანაშემწე (2011-2012) და LTDsynergyConstruction - ის ლაბორანტ-ინჟინერი (2013-2014). მან დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1990-1995) . ბატონმა ნოდარმა წარმატებით გაიარა USAID-ის კურსები ინჟინერ-ლაბორანტის სპეციალობით (2010). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს. 2013 წლიდან დღემდე ნოდარ ვანაძე არის ,,თვისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • მიხეილ ვანაძე
  • მიხეილ ვანაძე
  • თანამდებობა:წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    მიხეილ ვანაძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. ბატონი მიხეილი იყო ხანდოს თემის საკრებულოს ბუღალტერი (2002-2007). მან დაამთავრა ბათუმის 105-ე პროფესიული სასწავლებელი (1982-1983). მიხეილ ვანაძე 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავიუსფალი დემოკრატების“ წევრი.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები