,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტსაბჭოს სხდომა

20 აპრილს ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
ღონისძიებაზე პარტიის ლიდერებმა რაიონული და თბილისის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, იმსჯელეს დასახულ გეგმებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს.
განხილვის მთავარი ნაწილი კი დაეთმო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, პარტიის სტრატეგიას და გეგმებს ამ მიმართულებით.