სამცხე-ჯავახეთი

  • მარტინ გაბრიელიან
  • მარტინ გაბრიელიან
  • თანამდებობა:ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    მარტინ გაბრიელიან - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ის იყო ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკის საქმის მწარმოებელი (1998-2007), ამავე სოფლის საბჭოს წევრი (1998-2007), რწმუნებული (2007-2013) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე (2013). ბატონმა მარტინმა დაამთავრა ქ.ერევნის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (1988-1993). მარტინ გაბრიელიან 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ჟორა ეზოიან
  • ჟორა ეზოიან
  • თანამდებობა:ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ჟორა ეზოიან - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ბატონი ჟორა იყო ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს უფროს გამომძიებელი (1998-2012) და ახალქალაქის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორთა ქ/განყ. უფროსი. მან დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1976-1981). ჟორა ეზოიან 2013 წლიდან დღემდე არის ,,ტავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ფიოდორ ტოროსიანი
  • ფიოდორ ტოროსიანი
  • თანამდებობა:ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ფიოდორ ტოროსიანი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. სხვადასხვა პერიოდში, ფიოდორ ტოროსიანი იყო ახალქალაქის 174-ე პროფ. ტეხნიკუმის დირექტორის მოადგილე (1988-1991), ახალქალაქის რაიონის გამგეობის კანცელარიის უფროსი (1991-1995), ელექტროკომპანიის დირექტორი (2000-2002) და სოფელ ვაჩიანის დეპუტატი (1999-2003). მან დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1976-1981). დლობს ქართულ, რუსულ და სომხურ ენებს. 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ვოსკან ელოიან
  • ვოსკან ელოიან
  • თანამდებობა:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ვოსკან ელოიან - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. ბატონი ვოსკან დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ნინოწმინდის განყოფილებაში - უფროსი ოპერთანამშრომელის პოზიციაზე, ქვეგანყოფილების უფროსად (1987-1992). 2007 წლიდან გახდა ვიცე-პოლკოვნიკი. ის მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში უფროსი ინსპექტორის პოზიციაზე (2009-2012). სწავლობდა რუსეთის ქ.იაროსლავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერ-მშენებლის ფაკულტეტზე (1987-1992). შემდგომში მან ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში (1996-1997). ფლობს სომხურ და რუსულ ენებს.

  • ასქანაზ მარკოსიან
  • ასქანაზ მარკოსიან
  • თანამდებობა:ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ასქანაზ მარკოსიან - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. ბატონი ასქანაზ პროფესიით არის ეკონომისტი. 2013 წლიდან დღემდე ასქანაზ მარკოსიანი არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.