მცხეთა-მთიანეთი

  • ზურაბ ჯიმშიტაშვილი
  • ზურაბ ჯიმშიტაშვილი
  • თანამდებობა:თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ზურაბ ჯიმშიტაშვილი - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ბატონი ზურაბი იყო თიანეთის კულტურის ცენტრის ოპერატორი (2000-2013). მან დაამთავრა საქართველოს ეროვნული სოციალურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (2003-2008). ზურაბ ჯიმშიტაშვილი 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ნოდარ წამალაიძე
  • ნოდარ წამალაიძე
  • თანამდებობა:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "დარიალის" თავმჯდომარე
  • დამატებითი ინფორმაცია

    ნოდარ წამალაიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. ბატონმა ნოდარმა დაამთავრა ვლადიკავკაზის სასოფლო უნივერსიტეტი (1987-1993). ნოდარ წამალაიძე 2013 წლიდან დღემდე არის ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

  • ტარიელ ხულელიძე
  • ტარიელ ხულელიძე
  • თანამდებობა:ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
  • ფრაქცია "დარიალის" წევრი
  • დამატებითი ინფორმაცია

    ტარიელ ხულელიძე - 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ის არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. მას აქვს საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება. ის გახლდათ ყაზბეგის რაიონის სიონის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (1998-2004) . ბატონი ტარიელი არჩეულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2006-2008 წლებში. მან დაამთავრა ქ.თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი (1986). ქართული ენის გარდა, ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. 2014 წლიდან ტარიელ ხულელიძე არის მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

ამავე კატეგორიაში

ბოლო განახლებები